საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რეგისტრირებული სამაგისტრო ნაშრომების ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვის და წარმოდგენის ვადები

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რეგისტრირებული სამაგისტრო ნაშრომების ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვის და წარმოდგენის ვადები

სამართლის , საერთაშორისო სამართლის და მიგრაციის მართვის სტუდენტებისთვის!

  •          სამაგისტრო ნაშრომის საბოლოო ვერსია უნდა აიტვირთოს E-Learning პროგრამაში. ყველა პროგრამის (სამართალი, საერთაშორისო სამართალი, მიგრაციის მართვა)  სტუდენტებისთვის გაიხსნება გრაფა „ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება მაგისტრატურისთვის - საბოლოო ვერსია“ , 10 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით , 18:00 სთ.მდე.
  •         სამაგისტრო ნაშრომის მატერიალურად წარმოდგენა: 25 და 26 ივნისი.

 

მისამართი: თსუ II აკადემიური კორპუსი, 111-ე ოთახი .

სამუშაო საათები : 09:30 – 17:30 , შესვენება : 13:00-14:00

 

 

მაგისტრანტმა ფაკულტეტს უნდა წარუდგინოს:

  •         სამაგისტრო ნაშრომი აკინძული;
  •         ნაშრომის ელექტრონული ვერსია (Word  და PDF ფორმატი) CD დისკზე ჩაწერილი;
  •        ID ბარათის, ან პასპორტის ასლი;
  •        დადასტურება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ (ფორმა)
  •          სამაგისტრო ნაშრობის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა)
  •          ხელმძღვანელის წერილობითი და ხელმოწერილი დასკვნა სამაგისტრო ნაშრომის  საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე; *
  •         ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი); აღნიშნული ეხება, მათ ვისაც წარმოდგენილი არ აქვთ ბაკალავრის დიპლომის და დანართის შესაბამისად დამოწმებული ვერსია.

 

*ჩამოთვლილი დოკუმენტაციის გარეშე არ მიიღება სამაგისტრო ნაშრომები!

 

 

 

გთხოვთ, გაეცნოთ:

 

სამაგისტრო პროგრამათა სტუდენტების ავტორობით შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების სავალდებულო შემოწმება ხორციელდება პროგრამა “Turnitin”-ის საცდელი და საბოლოო შემოწმების ფუნქციათა გამოყენებით, რომელიც ებმის თსუ “E-Learning”-ის სასწავლო ბაზას. პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტური ელ. ფოსტით რეგისტრაციის შემდეგ.

“Turnitin”-ის პროგრამით აღმოჩენილი დამთხვევების შინაარსობრივ შესწავლას უზრუნველყოფს სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით:

  •     თსუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 13 მაისის №37/2020 დადგენილებით მიღებულ „სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტს“;
  •         იხ. დამატებითი განმარტება პროგრამა “Turnitin”-ის სარგებლობის თაობაზე (ხშირად წამოჭრილი პრობლემები).

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ელ. მისამართზე: zurab.bitcholashvili@tsu.ge

 

 

 

 

 

 

 

თარიღი: 22/05/2026